24 საათი მოქმედებს ცხელი ხაზი – საგარეო უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

124

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებები ადგილზე მუშაობას საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ.

“24 საათის განმავლობაში მოქმედებს ცხელი ხაზი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში, რომელზეც მოქალაქეები იღებენ შესაბამის რეკომენდაციებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით”, – წერია უწყების განცხადებაში. 

სამინისტრო უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სთხოვს თვალ-ყური ადევნონ და გაითვალისწინონ უკრაინის მთავრობის რეკომენდაციები და გაფრთხილებები, ადგილზე  არსებულ უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.

საქართველოს საელჩო, კიევი:
+380 (63) 376 77 68
+380 (44) 590 69 50
+380 (93) 544 01 47

გენერალური საკონსულო, ოდესა:
+ 380 (63) 176 75 55
+380 (93) 761 17 17

საგარეო საქმეთა სამინისტრო:
+995 (32) 2 94 50 50