19.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, მაისი 26, 2022

რეკლამა

მთავარი COVID 19 როგორ დავიბრუნოთ კოვიდის გამო დაკარგული ყნოსვა

როგორ დავიბრუნოთ კოვიდის გამო დაკარგული ყნოსვა

ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსის გამო, ყნოსვა დაკარგეს, მკვლევარები მოუწოდებენ, სტეროიდების მიღების ნაცვლად „ყნოსვის ვარჯიში” ჩაიტარონ. ეს არის პროცესი, რომლის დროსაც სხვადასხვა სურნელი უნდა შეიყნოსონ მანამ, ვიდრე ტვინი სუნების ცნობას ხელახლა არ შეძლებს.

საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფში ამბობენ, რომ ყნოსვის ვარჯიშები იაფი და მარტივია. განსხვავებით სტეროიდებისგან, გვერდითი მოვლენების რისკი არ არსებობს.

ყნოსვის დაკარგვა კორონავირუსის ინფექციის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია. ბევრ შემთხვევაში, გემო და ყნოსვა გამოჯანმრთელებისთანავე ბრუნდება, თუმცა პაციენტების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ეს შეგრძნებები კვირების და ხან თვეების განმავლობაშიც კი არ დაბრუნებულა.

ბრიტანელი პროფესორი კარლ ფილპოტი ამბობს, რომ ყნოსვის დასაბრუნებლად ექიმების მიერ დანიშნული მკურნალობა კორტიკოსტეროიდებით იშვიათ შემთხვევაში ამართლებს. ​სტეროიდების გვერდით მოვლენებს შორის კი არის სითხის შეკავება, მაღალი წნევა და ხასიათის ცვლილებებთან დაკავშირებული პრობლემები.

ყნოსვის სრულიად უსაფრთხო ვარჯიშების დროს კი შეგიძლიათ, შეისუნთქოთ ოთხი სხვადასხვა სუნი, რომელიც თქვენთვის კარგად არის ნაცნობი – მაგალითად, ფორთოხალი, პიტნა, ნიორი ან ყავა დღეში ორჯერ, რამდენიმე თვის განმავლობაში. პროფესორი ფილპოტი ამბობს, რომ კვლევის შედეგად, 6 თვის განმავლობაში პაციენტების 90%-ს ყნოსვა სრულად აღუდგა.

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკის საინვესტიციო პლატფორმას უკვე 10,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს

25 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი ახალი, ტექნოლოგიური შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. “Galt & Taggart”-თან და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა “DriveWealth”-თან პარტნიორობით, ბანკმა რამდენიმე თვის წინ...

საქართველოს ბანკი Seamless Middle East 2022-ზე წარდგება

24 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ტექ-მიმართულებით  ტრანსფორმაციას და სიახლეების დანერგვას განაგრძობს.  ამჯერად ბანკი  გადახდების, ელექტრონული კომერციისა და საცალო ვაჭრობის მიმართულებით ახლო...

საქართველოს ბანკი და სავაჭრო პალატა ბიზნესების გაციფრულების პროექტს „100 ვებ-გვერდი მეწარმეებს“ ახორციელებენ

24 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ პროექტში „100 ვებ-გვერდი მეწარმეებს“ ერთვება....

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია დასრულდა

23 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია  დასრულდა. პროექტის მხარდასაჭერად, საქართველოს ბანკის მიერ 11 მლნ....