10.8 C
Tbilisi
სამშაბათი, დეკემბერი 7, 2021

რეკლამა

მთავარი COVID 19 საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განუცხადა.

იმნაძემ განაცხადა, რომ ლაბორატორიაში ახალი შტამის სამ სავარაუდო შემთხვევას იკვლევდნენ, რომელთაგან ორზე უარყოფითი, ერთზე კი დადებითი პასუხი დადასტურდა.

მისი თქმით, ბრიტანეთში აღმოჩენილი კოროანვირუსის ახალი შტამით ინფიცირებული პაციენტი 50 წელს გადაცილებული პირია, რომელიც იზოლაციაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.

იმნაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის ექსპერტები ინფიცირებულის კონტაქტის ბიოლოგიურ მასალასაც იკვლევენ. დაავადებათა კონტროლის ერთერთი ხელმძღვანელი არ ამბობს, აქვს თუ არა ინფიცირებულს დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია და არც იმას აკონკრეტებს, რომელ ქვეყანაში მოგზაურობდა ინფიცირებამდე პაციენტი.

პაატა იმნაძის განცხადებით, ახალი შტამი არ გამოირჩევა ახალი კორონავირუსისგან სიმძიმის ან ლეტალობის მაჩვენებლით, თუმცა არსებული შტამისგან მაღალი გადამდებობა განასხვავებს, ამიტომ, ეპიდემიოლოგი აცხადებს, რომ ახალი შტამის გავრცელების შემთხვევაში, უსაფრთხოების ზომების დაცვას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

კორონავირუსის ახალი, უფრო გადამდები და სწრაფად გავრცელებადი შტამი პირველად დიდ ბრიტანეთში 21 დეკემბერს აღმოაჩინეს. მას შემდეგ, ვირუსის შტამი მსოფლიოს მინიმუმ 14 ქვეყანაში, მათ შორის, უკვე საქართველოშიც იქნა აღმოჩენილი.

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკმა მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად ახალი აგრო  პროდუქტი შექმნა

  7 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკი აგროსექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად და ბიზნესის დასაწყებად მომხმარებელს ახალი აგრო პროდუქტი შესთავაზა. შეღავათიანი აგროკრედიტი მათთვისაა...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ბანკისა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობით, 11-12 დეკემბერს თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება „ექსპო ჯორჯიაში“, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით...

საქართველოს ბანკი Galt & Taggart-თან და DriveWealth- თან ერთად რეგიონის მასშტაბით სრულიად ახალ საინვესტიციო პროდუქტს ნერგავს

6 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკი რეგიონის მასშტაბით სიახლეების დანერგვას განაგრძობს. პირველად  საქართველოში და რეგიონში, საქართველოს ბანკი მომხმარებელს ინვესტირებისთვის მაქსიმალურად გამარტივებულ შესაძლებლობას სთავაზობს. ამიერიდან, აშშ-ს...

“Galt & Taggart”-მა უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა

Galt & Taggart-ი მრავალფეროვანი მომსახურებებით ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად კომპანიამ უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა. Galt & Taggart-ის ჩართულობით, Georgia Capital-მა 30...