-1.2 C
Tbilisi
პარასკევი, იანვარი 21, 2022

რეკლამა

მთავარი COVID 19 ცერცვაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოში არ დავუშვათ

ცერცვაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოში არ დავუშვათ

“ძალიან ბევრი მუტაციებია, დაახლოებით 32 მუტაციას ამბობენ მარტო იმ ცილაში, რომლითაც ხდება ვირუსის ადამიანის ორგანიზმში შეღწევა. ის, რაც ყველას გვაინტერესებს ახალ შტამის მიმართ, ჯერ უცნობია ეს არის, ვრცელდება თუ არა ის უფრო სწრაფად და მარტივად, ვიდრე დელტა შტამი, იწვევს თუ არა უფრო მძიმე დაავადებებს და მეტ სიკვდილობას, ვიდრე დელტა შტამი, მგრძნობიარეა თუ არა ვაცქინებისა და მონოკლონური ანტისხეულების მიმართ, როგორც დელტა, თუ მასზე ნაკლებად მოქმედებს ვაქცინა და მონოკლონური ანტისხეულები. ეს მაჩვენებლები ჯერ უცნობია, ვინაიდან ცოტაა ვირუსის ინფიცირების შემთხვევები და მეცნიერებს არ ჰქონიათ შესაძლებლობა, შეესწავლათ. უბრალოდ მხოლოდ ვარაუდია, ვინაიდან მას აქვს დიდი რაოდენობა მუტაციების სწორედ იმ პროტეინში, რომლის წინააღმდეგაც არის მიმართული ვაქცინის შედეგად გამომუშავებული ანტისხეულები და მონოკლონური ანტისხეულებიც, რომელიც აქტიურად გამოიყენება სამკურნალოდ, მათ შორის საქართველოშიც.

არის გარკვეული მოლოდინი და შეშფოთება, ხომ არ იქნება ნაკლებად ეფექტური ვაქცინა მათ მიმართ. ჯერ ეს შტამი არ გამხდარა დომინანტი არც ერთ ქვეყანაში, ჯერ 99% ყველა შემთხვევების მოდის დელტაზე. ჯერ ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული, უბრალოდ ძალიან მაღალია ამ შტამის შესაძლო გავრცელებით ჯანმოს შეშფოთება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შტამი საქართველოში არ დავუშვათ, თუ ამას ვერ ავცდებით, რაც შეიძლება გვიან, როდესაც პანდემიის ძირითად ტალღას დავძლევთ”- განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით. 

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკის სტუდენტურ პროგრამა „ლიდერატორზე“ მიღება დაიწყო

18 იანვარი, 2022 - საქართველოს ბანკის სტუდენტურ პროგრამა „ლიდერატორზე“ მეექვსე ნაკადის მიღება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 100 საუკეთესო სტუდენტის დასაქმება იგეგმება. წელს ბანკი III-IV კურსის...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოლიკო ვირსალაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი რეტროსპექტული გამოფენა გაიმართება

5 იანვარი, 2022- საქართველოს ბანკი კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერით, 14 იანვარს, ეროვნულ გალერეაში, სოლიკო ვირსალაძისადმი მიძღვნილი რეტროსპექტული გამოფენა გაიმართება. ღონისძიება...

საქართველოს ბანკისა და USAID –ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით „იფანი“ ფართოვდება

28 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის თანამშრომლობით, უკვე 20-მდე ქართული კომპანია ჩაერთო მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტში. პროგრამის ფარგლებში კომპანიებმა დარგის...

ოლიმპიელებისა და პარალიმპიელი სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს

24 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და ქართველი  ოლიმპიური სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი მედალოსან ოლიმპიურ და პარალიმპიურ სპორტსმენებს ერთი წლის...