24.8 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 30, 2021

რეკლამა

მთავარი COVID 19 ციხის ექთანს ვაქცინის გაკეთების შემდეგ, COVID 19 დაუდასტურდა

ციხის ექთანს ვაქცინის გაკეთების შემდეგ, COVID 19 დაუდასტურდა

სასჯელაღსრულების დაწესებულების ექთანს “ასტრაზენეკას” ვაქცინის გაკეთების შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა. ექთანს კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებამდე ტესტი გაუკეთდა, რომლის პასუხიც უარყოფითი იყო.

“N5 დაწესებულების ექთანს მიმდინარე წლის 15 მარტს ჩაუტარდა PCR ტესტირება (პასუხი უარყოფითი), ხოლო 18 მარტს სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმდა (პასუხი კვლავ უარყოფითი იყო). ამავე დღეს მას გაუკეთდა აცრა covid-19-ზე. მეორე დღეს, 19 მარტს მის მეუღლეს დაუდგინდა covid-19, ხოლო თავად ექთანსაც გამოუვლინდა covid-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ტემპერატურის მატება). იგი მოთავსდა სპეციალიზებულ ე.წ. კოვიდკლინიკაში, სადაც 20 მარტს დაუდასტურდა covid-19. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უახლოეს დღეებში დატოვებს კლინიკას”, – ამბობს სასჯელაღსრულების დაწესებულების პრესსამსახური “მთავართან” საუბრისას.

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკში სატენდერო და ხელშეკრულების შესრულების  გარანტიების მიღება გირაოს გარეშე, 1 დღეშია შესაძლებელი

30 ივლისი, 2021- საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად ბანკი კომპანიებს სატენდერო და ხელშეკრულების შესრულების  გარანტიებს გაუმჯობესებული პირობებით სთავაზობს. ეს იმას ნიშნავს, რომ...

საქართველოს ბანკი UN Global Compact-ის წევრი გახდა

  28 ივლისი, 2021- საქართველოს ბანკმა, როგორც მაღალი კორპორაციული  პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ, კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა. ამჯერად ბანკი გაეროს გლობალური შეთანხმების, UN Global Compact-ის წევრი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ოთხ დაცულ ტერიტორიას UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

 27 ივლისი, 2021- საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია აგრძელებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პროექტებში აქტიურ ჩართულობას. ბანკის მხარდაჭერით ოთხ დაცულ ტერიტორიას- მტირალასა და...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით  მწერალთა გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამა გამოცხადდა

27 ივლისი, 2021- საქართველოს ბანკისა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობა კვლავ გრძელდება. ამჯერად პროექტის ფარგლებში თბილისის და ლა-კორუნიას (ესპანეთი) სამწერლო რეზიდენციების ერთობლივ...